ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა

როგორც რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით წერს, ილჰამ ალიევი და ვლადიმირ პუტინი განიხილავენ ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონულ პრობლემებს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აზერბაიჯანს რუსეთის დიდი მეგობარი, მეზობელი, პარტნიორი და მოკავშირე უწოდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი და რაც მთავარია, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მდიდარი ტრადიციები. ორივე მხრიდან არის პოლიტიკური ნება, ყველანაირად გავაგრძელოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები“, – განაცხადა პესკოვმა.

რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ალიევი ასევე შეხვდებიან ბაიკალ-ამურის მაგისტრალის ვეტერან მშენებლებს და რკინიგზელებს. შეხვედრა დაკავშირებულია აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობის დაწყების 50 წლისთავთან. აღნიშნულ მშენებლობას საბჭოთა კავშირის დროს ჰეიდარ ალიევი კურირებდა.