სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს

ლავროვის თქმით, ნატო და შეერთებული შტატები შეპყრობილი არიან რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ იდეით და არსებობენ რისკები, რომ ასეთმა დაპირისპირებამ ბირთვულ საფრხთის ზრდა გამოიწვიოს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეული არიან კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, ასევე სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯების მთავარი ინიციატორები. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას“, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.