დმიტრი პესკოვი – ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლება დაკავშირებულია მაკრონის განცხადებებთან

ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაგეგმილი სწავლება დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან, ასევე ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დმიტრი პესკოვი - ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლება დაკავშირებულია მაკრონის განცხადებებთან

„თუ მკითხავთ, რომელ დასავლეთის წარმომადგენელთან რომელ განცხადებებზეა საუბარი, ცხადია, საუბარია ბატონი მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენელთა განცხადებებზე. მათ დაემატათ აშშ-ის სენატის წარმომადგენლებიც, რომლებიც თუ არ ვცდები, საუბრობდნენ მზაობაზე და შეიარაღებული კონტიგენტის უკრაინაში გაგზავნის განზრახვაზეც კი“,- აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინაში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით საუბრისას პესკოვი ამბობს – „ეს დაძაბულობის ესკალაციის სრულიად ახალი ეტაპია, ის უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებასა და ზომებს“.

რუსეთის პრეზიდენტმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა.