გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარი ვოლკერ თურქი შეძრწუნებულია ღაზას სექტორში არსებული ვითარებით.
„ღაზას სექტორის სკოლებში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა და ალ-შიფას საავადმყოფოდან დიდი ევაკუაცია არის ქმედებები, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ დაცვის ნორმებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.
მისი თქმით, აუცილებელია ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საფუძველზე.
„კიდევ რამდენი ძალადობა, სისხლის ღვრა და უბედურება უნდა მოხდეს, სანამ ხალხი გონს მოეგება? კიდევ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება? ეს უნდა შეწყდეს“, – დასძინა ვოლკერ თურქმა.