რუსეთის ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში დაწინაურდნენ. კერძოდ, დაიკავეს დონეცკის ოლქი ივანოვკა, – ამის შესახებ DeepState-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, წერს უკრაინული მედია.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსები, ასევე, დაწინაურდნენ ნოვოპოკროვსკის და სტარომაიორსკის მახლობლად.
„რუსეთი ნოვოპოკროვსკის მახლობლად, სტარომაიორსკში დაწინაურდა და ივანოვსკი აიღო“, – ნათქვამია შეტყობინებაში
რუსების მიერ ივანოვსკის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ არსებობს. ონლაინ რუკების მიხედვით, მანძილი ივანოვსკიდან ჩასოვ-იარამდე 10 კილომეტრზე ნაკლებია.