რატი იონათამიშვილი – 29 აპრილის აქცია იქნება ჩვენი ერთობის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა

29 აპრილის აქცია იქნება ჩვენი ერთობის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი - 29 აპრილის აქცია იქნება ჩვენი ერთობის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა

„ჩვენ ვართ ვალდებული, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გაგვაჩნდეს ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით ჩვენი მხარდამჭერების მიმართ. როდესაც მათი თხოვნა არის გულწრფელი და ძლიერი, ვართ ვალდებული, მათ მოვუსმინოთ და ვიმოქმედოთ მათი ამ აზრის გათვალისწინების შესაბამისად. ამიტომ 29 აპრილის აქცია იქნება ჩვენი ერთობის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. განსაკუთრებით საამაყოა, რომ მას დაესწრება ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, მხარდამჭერებისთვის.

ჩვენ ამით ასევე შესაძლებლობა გვექნება, რომ თითოეულმა აქტორმა, ვისაც აქვს იმის წადილი, რაღაც არაკეთილსინდისიერი ჩაიდინოს, ნახოს, როგორი ერთიანია საზოგადოება. როგორი ერთიანია უპირველესად იმ სახელმწიფოებრივი და ეროვნული ფასეულობების ირგვლივ, რაც თაობების მოტანილია და რის მიმართაც განსაკუთრებული პასუხისმგებლები ვართ, რომ დავიცვათ და შესაბამისად გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია: „ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.