აშშ-მა უკრაინაში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს – შოიგუ

უკრაინაში კონფლიქტი ვაშინგტონმა გამოიწვია და ამჟამად შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ახანგრძლივებს მას, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

აშშ-მა უკრაინაში კონფლიქტი ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს - შოიგუ

„შეერთებულმა შტატებმა ჯერ შექმნა და ახლა განზრახ ახანგრძლივებს კონფლიქტს უკრაინაში“, – აღნიშნა შოიგუმ.

მინისტრმა დასძინა, რომ დასახული მიზნების მისაღწევად ვაშინგტონი უპრეცედენტო ზეწოლას ახორციელებს, მათ შორის, პარტნიორებზე.

შოიგუს თქმით, შეიძლება აშშ-ის მიერ სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის მრავალი მაგალითის მოტანა, მათ შორის იმ რეჟიმების შეცვლით, რომლებიც არ მოსწონთ.

„ეს არის ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია“, – განმარტა თავდაცვის  მინისტრმა.