რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ?

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი, დე­რეკ შოლე აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან სა­უ­ბარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დღე­ვან­დელ ტრა­ექ­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა.

რას წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ?

  • შო­ლეს თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, კვლავ გა­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ერ­თგუ­ლი.

“დღეს კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან ჩვენს შეშ­ფო­თე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ ტრა­ექ­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით – მთავ­რო­ბის მტრუ­ლი რი­ტო­რი­კა ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს რის­კის ქვეშ აყე­ნებს. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, კვლავ გა­ხა­დოს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ერ­თგუ­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის უდი­დეს უმ­რავ­ლე­სო­ბას სურს”, – წერს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მრჩე­ვე­ლი, დე­რეკ შოლე.

შენიშვნა: აშშ მთელი ხელისუფლება უკვე კონსოლიდირებულია საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს მთავრობის ქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავს აშშ უშიშროების საბჭოც, ჯონ კირბის სახით:

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობით იმის გამო, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას განსხვავებული აზრისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის თვალსაზრისით, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოში არსებობს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კრიტიკულ კონტროლს ემსახურება“, – აღნიშნავს კირბი.