IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
IDFI-ის დირექტორ გიორგი კლდიაშვილსა და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან იმ დროს მოხდა, როცა კლდიაშვილმა საელჩოს შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა.

უცნობმა პირებმა გიორგი კლდიაშვილს და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არასამთავრობო სექტორის ნაწილი დღეს შვედეთის საელჩოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს შეხვდა.